დღეს, დილის თორმეტი საათისთვის ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში ახალი დირექტორის წარდგინება იგეგმება. ჩვენი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ არჩევანი პედაგოგ ადელინა კილაძეზე შეაჩერა.
კილაძე პროფესიით ფილოლოგია და ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლასა და სასულიერო გიმნაზიაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ზაზა ურუშაძის ახლო ნათესავია.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის თქმით ადელინა კილაძე მისი ნათესავი არ არის:
_ ვადასტურებ, რომ გუშინ დაიწერა ადელინა კილაძის დანიშვნის ბრძანება. რაც შეეხება მასთან ჩემს ნათესაურ კავშირს, ეს არ არის სიმართლე. უბრალოდ, მისი დედა ჩემი მოგვარეა და წარმოშობით ისიც მამათიდანაა, _ გვითხრა ურუშაძემ.