ამერიკელი სტუდენტები და მოზარდები 27-ჯერ მეტად მოიხმარენ ელექტრონულ სიგარეტსა და კანაფს, ვიდრე ზრდასრული ადამიანები, _ აღნიშნულ ინფორმაციას ABC NEWS ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ელექტრონული სიგარეტის გარდა, მოზარდები ჰაშიშის, მარიხუანას და კანაფის პროდუქციის ელექტრონულ ვერსიასაც მოიხმარენ.
"სხვაობა ძალიან გასაკვირია, განსაკუთრებით კი იქ, სადაც ბავშვებისთვის სიგარეტის მიყიდვა აკრძალულია,"_ განაცხადა ოჰაიოს კოლეჯის ფსიქოლოგიის პროფესორის ასისტენტმა, მეგან მორეანმა.
მან ასევე განაცხადა, ელექტრონული სიგარეტისა და ჩვეულებრივ მოსაწევს შორის სხვაობა სუნის გარდა არაფერია, მაგრამ სამედიცინო გამოკვლევებს აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.
ეროვნული ნარკომანიის ინსტიტუტის ინფორმაციით, მოზარდი, რომელიც მარიხუანას მოიხმარს ეცვლება აზროვნება, სხეულის მოძრაობა, პრობლემების გადაჭრის უნარი და მეხსიერება უქვეითდება.
მორეანის თქმით, მოზარდებისთვის ადვილია გამოიყენონ ელექტრონული სიგარეტი სუნის თავიდან ასაცილებლად.
"რთული სათქმელია რა არის ეს, ნარკოტიკების მოხმარებიდან გამოსავალი თუ არომატიზირებული უნიკოტინო სიგარეტი," _ განაცხადა მორეანმა.
ნარკოლოგიის სპეციალისტის დელოს რეიესის თქმით კი, მას ხშირად მიმართავენ პაციენტები, რომელთაც ელექტრონული სიგარეტი ჩვეულებრივ სიგარეტზე უსაფრთხო ჰგონიათ.
"ჩემს ყველაზე დიდ შეშფოთებას წლების განმავლობაში ამერიკაში ელექტრონული სიგარეტის დაურეგულირებლობა იწვევს," _ აცხადებს ის.
ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ქვეყანაში ელექტრონული სიგარეტის მოხმარებას დაარეგულირებენ, თუმცა მათ ჯერ სპეციალური სახელმძღვანელო, მოხმარების წესები უნდა გამოსცენ.
დელოს რეიესი იმედოვნებს, რომ აღნიშნული კვლევის შემდეგ კიდევ ერთი კვლევა ჩატარდება იმ მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად, რომლებიც აღიარებენ ნარკოტიკისა თუ მოსაწევის მოხმარებას.