C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამეტის "სოფოსბუვირის" დამატებით 5000 ფლაკონი უკვე საქართველოშია. პრეპარატი ქვეყანაში ეტაპობრივად შემოდის.
მისი განბაჟება ცოტა ხნის წინ მოხდა და განსაკუთრებულად დაცულ საცავში, შესაბამისი ნორმების დაცვით ინახება.
შეგახსენებთ რომ მედიკამენტი კომპანია "გილიარდმა" საქართლოს მოსახლეობას უფასოდ გადმოსცა ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისათვის.
პროგრამის, პირველ ეტაპზე მკურნალობაში ერთვება ღვიძლის მე-3 და მე-4 ხარისხის დაზიანების პაციენტები. შემდეგ კი ეტაპობრივად C ჰეპატიტით დაავადებული ყველა პაციენტი .დაავადებულმა პირებმა სამინისტროში უნდა წარმოადგინონ ფორმა 100 და ყველა საჭირო კვლევა , სადაც აღნიშნული იქნება, დაავადების სიმძიმისა და ხასიათის შესახებ. პირველ ეტაპზე პროგრამაში ჩაერთვებიან პაციენტები, რომელთა ღვიძლის მდგომარეობა რთულია და აკმაყოფილებენ პროგრამის პირველ ეტაპზე ჩასართვ კრიტერიუმებს.
პრეპარატს C ჰეპატიტით დაავადებული პირები ჯანდაცვის სამინისტროს კომისიის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ პაციენტებმა დოკუმენტაციისათვის საჭირო ფორმა 100 შემდეგი კლინიკებიდან უნდა წარმოადგინონ:
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი, "ჰეპა", "ნეოლაბი", "მრჩეველი" . შპს "ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო", შპს "ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი", შპს მულტიპროფილური ჰოსპიტალი მედიქალ სიტი,
შპს "ლივერმედი" ააიპ "იმერეთის განვითარების ცენტრი", შპს ,"ქ. რუსთავის N1 დიაგნოსტიკური ცენტრი", სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი.