ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბარამიძემ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტს მას შემდეგ მიმართა, რაც თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს:
_მივმართავ პრეზდენტ მარგველაშვილს, ყველა პოლიტპატიმარი სასწრაფოდ გაათავისუფლოს. ეს არის მისი კომპეტენცია იმიტომ, რომ ივანიშვილი და სხვები და პარლამეტის უმრავლესობა ამ ნაბიჯს არ გადადგამს. გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი საპყრობილიდან, _ განაცხადა ბარამიძემ.