მთელს ევროპაში მიგრანტების მასიურად შემოდინების გამო უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ, რადგან ქვეყნის საზღვარი უკვე ძალიან ბევრმა მიგრანტმა უკანონოდ გადაკვეთა.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ხორვატიის საზღვართან 41-კილომეტრიანი ღობის გასწვრივ ასობით ჯარისკაცი და პოლიციელია მობილიზებული.
გავრცელებული ინფორმაციით, აფრიკელი და აზიელი მიგრანტების ნაკადს ხორვატიამ სერბეთთან დამაკავშირებელი საზღვარი ჩაუკეტა.
როგორც ცნობილია, მიგრანტები ხორვატიისკენ მას შემდეგ დაიძრნენ, რაც მათ საზღვარი უნგრეთმა ჩაუკეტა.
მომავალ კვირას ევროკავშირის ლიდერები, კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად შეიკრიბებიან და იმსჯელებენ.






































































