1. გურიის ერთ-ერთ სოფელში 100 წელს მიახლოებული ბებო ცხოვრობდა.
_ რით ვერ მოაკითხა მიქელ–გაბრიელმაო, _ ხუმრობდა ყველა, მათ შორის ოჯახის წევრებიც.
ხოდა, ერთ მშვენიერ დღეს ატყდა კივილი: სა მიხვალ ჩემო საყვარელო ელენაო _ ანუ მოკვდა და ეცენ ამ საცოდავ ქალს, დააწვინეს ტახტზე. თავი კაცი უკვე ანაწილებს დავალებებს ლობიოზე, „პალატკაზე“, თევზზე და ა.შ.
გამოცდილი პირის ამკვრელი უკრავს პირს ნაჭერით, როგორც იციან _ ამ დროს ამ ქალს გაუხელია თვალები (თურმე რამდენიმე დღის მშიერს გული წასვლია საწყალს და ცოცხალია) და ამოილუღლუღ: ჩაი მაინც დეგელევინებიათ თქვე სასიკტილეებოო…
2. გურული ბაზარში პომიდორს ყიდის. მასთან ერთი ახალგაზრდა, სიმპათიური ქალი მივა და პომიდვრის არჩევას დაიწყებს. აიღებს ერთ პომიდორს, მოუჭერს ხელს, არ ვარგაო, თავს გადააქნევს და დადებს, აიღებს მეორეს, ხელს მოუჭერს, არ ვარგაო, თავს გადააქნევს და დადებს, იგივეს გაიმეორებს მესამედ, მეოთხედ… გურულმა უყურა, უყურა და ეუბნება:
– ცა! შენ, რომ მასე მოგჭყლიტო ივარგებ?
3. ფულიანი გურული შედის ეკლესიაში და ლოცულობს:
_ ღმერთო გეხვეწები ახალი სავაჭრო ცენრი რო გავხსენი იქნებ კარგად ამუშავდეს, კიდე 2 მილიონი რო ჩავდევი ერთ საქმეში 10 მილიონი ამომაღებინე, 5 ბენზინ კალონკა რო ვიყიდე ეგ ამიმუშავე კარგად ღმერთოო!
უცებ გვერდზე დაინახავს მეგრელი ლოცულობს პარალელურად: – ღმერთო გეხვეწები ბიჭები პახმელიაზე ვკვდებით 20 ლარი იქნებ გადმოგვიგდო, ძალიან ცუდათ ვართ დასალევი არა გვაქ იქნებ გვიშველო რამეო.
გურული გახედავს და – ძამა მე მოგცემ მაგ ფულს და რაცხა 20 ლარიზა ნუ დამიცდენ კაცს შენი ჭირიმე!
4. გორბაჩოვის დროა, არყის გამოხდა და შენახვა აკრძალულია. გურულთან სახლში მილიციელები მივიდნენ – სახლი უნდა გავჩხრიკოთ და დაგაპატიმროთ, არყის სახდელი აპარატი გქონიაო.
– არყის სახდელი კი მაქ ძამა, მარა არ ვხდი და არაყიც არ მაქვსო, _უთხრა გურულმა.
– არაყი არ გავს, მარა სახდელი აპარატი ხომ გაქვსო?
– მაშინ ძამა ბარემ გაუპატიურებაზე დამიჭირეთო, _ აღშფოთდა გურული.
– გაუპატიურებაზე რატომ, ვინ გააუპატიურეო – ეკითხებიან.
– არავინ გამიუპატიურებია, მარა აპარატი ხომ მაქვსო?
5. გურიაში სოფელ შემოქმედში გზაზე მამაო დგას, ჩამოივლის ტაქსი და გააჩებს.
–შვილო, სულ 5 ლარი მაქ და გეხვეწები ლიხაურში გამიყვანე.
–ვერა მამაო, მაგ ფულით ბენზინსაც ვერ ჩავასხამ, არ მეყოფა ლიხაურამდე.
–შვილო, სამადლო საქმეა, ძალიან მეჩქარება, ღმერთი შეგიწირავს.
–კაი მამაო. დაჯექი წაგიყვან.
მოკლედ წაიყვანა მამაო ტაქსისტმა და დაიწყო ლაპარაკი.
–მე მორწმუნე კაცი ვარ, ეკლესიაშიც დავდივარ, ვეზიარები, ლოცვებსაც ვკითხულობ მამაო, მარა მამაჩემი იყო ნამეტარი ურწმუნო კაცი. მის ცხოვრებაში პირჯვარი არ გადუუწერია და ეკლესიაში არ შესულა. რომ კვდებოდა ვიფიქრე ვაზიარებ და მუუყვან მღვდელს მეთქი, მარა სადა, არ გეიკარა. მაი უეჭველი ჯოჯოხეთშია მოხვედრილი. მამაო არ მინდა მე შენი 5 ლარი, იქნება ილოცო მამაჩემიზა და დევეხმაროთ აქიდან.
– ბიჯო, მისმინე ახლა, შემოქმედიდან ლიხაურში არ მიგყავდი 5 ლარად და მე მამაშენი გადევიყვანო მაგ ფულად ჯოჯოხეთიდან სამოთხეში?!, _ გაბრაზება არ დაუმალავს მამაოს.
6. ხომ გახსოვთ მიხაკო ორაგველიძე და გივი წითლიძე? _ ნატანებისა და შრომის კოლმეურნეობების თავჯდომარეები! სულ ომი ქონდათ ერთმანეთში ამ მილიონერ კოლმეურნეობებს, ორივე დეპუტატი იყო და გარდამავალი დროშა კიდევერთი. მეიგო იმ წელს მაი დროშა შრომამ.
_ რაფერ მეიგე, მიხაკო? _ კითხა წითლიძემ.
_ რათ უნდა, შე აბდალა, მაგას კითხვა, ჩემი ქალები ორი ხელით კრეფენ ჩაის და შენთან ქალებს ერთი ხელი უკან აქვენ აფარებული, გივიე არ მოგვახტესო!
7. ლანჩხუთის კინოთეატრში ფილმი გადიოდა "მისტერ პიტკინი მტრის ზურგში" (ძველი კომედიაა, იცით ალბათ), აფიშაზე კი ეწერა: "მისცეს ბითქინი მტრის ზურგში"
8. გურული წაიყვანეს ირანში სამუშაოდ და მერე ბედის ანაბარად მიატოვეს. შუა ქუჩაში უპატრონოდ მიტიებულმა დაინახა ერთი ჩადრიანი ქალი და გამოეკიდა გურული _ დაია მიშველე, იქნება წყალი მაინც დამალევინოო. მარა რო გეიქცა აი ქალი, გურულმა მიორედ დაძახებაც ვერ მოასწრო. ცოტა ხანში დაადგენ თავზე ვიღაცა ფორმიანები, გაკოჭეს და წაუყვანეს მოსამართლეს. ამ მოსამართლესთან ერთი ათი კაცია მიყვანილი კიდევ. ზოგს ჩამოჩრჩობას უსჯის,ზოგს თავის მოჭრას და ზოგს კიდევ რას.
_ ამან რაღა დააშავაო?_ იკითხა გურულზე.
_ ამან ქუჩაში თქვენს ცოლს სავარაუდოდ ცუდი ზრახვებით გამოეკიდაო.
_ რაიო? _ ახლავე გააუპატიურეთო მაგიო.
ამაზე გადირია გურული ,იყვირა, გეიწია,გაქცევაც მეინდომა – მარა ვინ გუუშვა. შეიყვანეს დასჯის კამერაში. უყურებს აი გურული _ ერთს თავი მოჭრეს, მეორე ჩამოახრჩვეს, მესამე ნაწილ-ნაწილ აკუცეს. ნელ-ნელა მოდის მისი რიგიც. ამასობაში ქი შეეშინდა გურულს და ჯალათს მიუბრუნდა: ძამა მე რომ უნდა მიხმაროთ, ხომ არ დაგვიწყიაო?!
8. ოზურგეთის ნაციონალების ყრილობის შემდეგ ორი მეგობარი შეხვდა ერთმანეთს, ერთი ეკითხება მეორეს: ბევრი ხალხი იყო იმ დასაწვავშიო?
_ რავიცი ძამა, იმდენ კაცს ყვარებია საქართველო მარტო მე მეხატა ნიანგი გულზეო.
9. ოზურგეთის ბაზარში ხალხი ხორცის რიგში იდგა. გამოვიდა ერთი ქალი და ითხოვა ურიგოდ გამიშვით ორსულად ვარო. შეხედა ინდიკომ (სირაძე) ამ ქალს და გადმოსძახა – ქალბატონო, მე რა მენაღვლება მარა, თქვენ ორსულობის არაფერი გეტყობათ და აი ქალები რიგში რომ დგას ყველა წუხანდელი ნახმარიაო.
10. ოზურგეთში ბანკის მენეჯერი შიდასამსახუროებრივ თათბირს ატარებდა. ამ დროს კი მდივანმა დაურეკა, მენეჯერმა ტელეფონზე ხმამაღლა მოლაპარაკე ჩართო; საიდანაც ასეთი ტექსტი გაისმა: ბატონო ნუგზარ, ლოგინში (Log in) პატარა ასოს და დიდ ასოს აქვს მნიშვნელობა?!
P.S. იქ რა ამბავიც ატყდებოდა, თავად გამოიცანით …
11. გურულს ეკითხებიან: რა ქნა შენმა მეზობელმა, კაი ცოლი მეიყვანა?
_ სხვაი რა გითხრა ძამა, მარა ქალს იმფერი პატარა მკერდი აქ, ზელიონკა რო წუუსვა, მუურჩებაო _ უპასუხა გურულმა.
12. ერთი ყასაბი გვყავს ოზურგეთში, ინდიკო სირაძე, მაგარი მაკვარანცხი ვინმე. ძროხა დაკლა ერთ დღეს ინდიკომ და აჩარიქებისას ცოლის მიხმარება დაჭირდა. დაუძახა, მარა არ მიაქციეს ყურადღება _ ცოლი მეზობლებს ეჭორავებოდა ჭიშკრის წინ. ინდიკომ, მე შენ გაჩვენებ სეირსო _ მოაჭრა ძროხას ცური, გამოაყოფია თავი შარვლის "ზმეიკაში" და გავიდა ჭიშკართან. დააჭყიტეს ქალებმა თვალები, შეიცხადა ცოლმა _ რაია, ბიჯო, აი, დამალე ჩქარაო.
დაიხედა ინდიკომ: _ ამან რაფერ ყველგან უნდა შემარცხვინოს, მევიჭრი მთლად ძირშიო და დუუსვა ცურს დანა. ნახევარი საათის მერე ძლივს მოასულიერეს ინდიკოს ცოლი…
13. გურული დასტირის მეგობარს: ეს რა მოგსვლია შე საწყალო, არა და ერთი კვირის წინ რომ გნახე, რა კარგად იყავიიიიი….
მიცვალებულის ცოლი: არ იყო კარგად არააააააა…
_ გუშინწინაც არაფერი გეტყობოდა სასიკვდილო, კარგად იყავიიიი….
ცოლი: არ იყო კარგად არაააააა…
_ გუშინაც ჯოკერს რომ ვთამაშობდით, ისე კარგად იყავიიიი…
ცოლი: არ იყო კარგად არაააააა….
გურული: ე ქალო, მაცალე ტირილი, რაცხა იყო ამას ხო ჯობდა?
14. ბნელი 90-იანი წლებია. ოზურგეთიდან თბილისისკენ მომავალი მიკროავტობუსით ვმგზავრობ. გურიის რომელიღაც სოფელში "მარშრუტკა" ერთმა იქაურმა გააჩერა და მძღოლს უთხრა, მეორე სოფელში უფულოდ უნდა გამიყვანო, კაი ბიჭი ვარ, მომავალიო.
შოფერმა კი უპასუხა: მე რა შემატყვე წარმავალის, სახეზე ცუდი ფერი მადევს?!
15. ნამდვილი ამბავი: გურიაში კაცი მოკვდება რომელიც უცხოურ კომპანიაში მუშაობდა. პანაშვიდზე უცხოელები მოვიდნენ და ამ კაცის გურულმა ცოლმა უცხოელების დანახვაზე ქმარს დაატირა: სთენდაფ კოლიააა….. ოფენ იორ აის კოლია…