ფოტო, რომელზეც ოთხი მამაკაცია გამოსახული ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფეისბუქ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა. ფოტოზე გაკეთებული წარწერის თანახმად, მამაკაცები მიესალმებიან გენდერულ თანასწორობას:
_ თვლიან, რომ თავიანთ სოფელში ბალანსი დაცულია, რაზეც ქალბატონებიც ეთანხმებიან, _ იუწყება გვერდის ადმინისტრატორი. თუმცა კითხვა, სად არიან ის ქალბატონები, რომლებიც ამ საკითხს ეთანხმებიან, უპასუხოდ დარჩა.