ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილ რეფორმასა და მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებულ პრობლემებს „ესთეტიკური გინეკოლოგიის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ბელა მეტრეველი ეხმაურება:
",ხშირად ვამბობთ, რომ საქართველოში მედიკამენტები ძვირია, თუმცა შესაძლოა ვინმე შეიძლება შეგვედაოს, რომ ,,სიძვირე“ პრიობითი ცნებაა. ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ დღეს ფასები მედიკამენტებზე არსებული კონკურენციის ფონზე, საკმაოდ მაღალია. მიზეზი რამდენიმეა და მრავალფეროვანიც.
ექიმის მიზანი სწორი დანიშნულების მიცემა და პაცინეტის სწორი მართვაა. მაგრამ არ ვარ დარმუნებული, პაციენტი რამდენად შეძლებს კონკრეტული წამლის მიღებას მკურნალობის მიზნით. ხშირად მქონია შემთხვევა, რომ კონსულტაციიდან ორი-სამი დღის შემდეგ პაციენტს უთქვამს, რომ ფინანსები არ ჰქონდა და მკურნალობის თავის დროზე დაწყება ვერ შეძლო",_ აღნიშნავს მეტრეველი.
"ესთეტიკური გინეკოლოგიის ცენტრის" ხელმძღვანელი ჯანდაცვის პირველი რგოლის გაძლიერების საკითხს მიესალმება.
_ „ეს საკმაოდ აქტუალური თემაა. არსებული პრობლემის დარეგულირების მიზნით, სამინისტრომ მუშაობა უკვე დაიწყო.“ _ ამბობს ჩვენი რესპონდნეტი.
ბელა მეტრეველი ბოლო დროს ყველაზე მეტად გახშირებულ დაავადებებზე მიანიშნებს.
"ბოლო დროს ლიდერობს შაქრიანი დიაბეტი და ტოქსიკური ჩიყვი. კარგი იქნებოდა, ჯანდაცვის სამინისტრო თუ ე.წ. ,,ლიდერი“ დაავადებების დიაგნოსტირებას, პრევენციასა და კონსულტაციას პროგრამის ფარგლებში უფრო ხელმისაწვდომსა და პრიორიტეტულს გახდიდა. რა თქმა უნდა, ყველა სერიოზულ რეფორმას ფინანსები და შესაბამისი სხვა საჭირო რესურსები სჭირდება, რაც დროსა და დიდ ძალისხმევას გულისხმობს.
ამიტომაც, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა სწორი და კარგი მაგალითია სამინისტროს წარმატებული მუშაობისა. პროგრამა რომ აშკარად სოციალურად ორიენტირებულია, აჩვენებს ის მარტივი მაგალითიც, რომ ოჯახის ექიმებთან დაზღვეული პაციენტების რიგები არ წყდება,“– ამბობს „ესთეტიკური გინეკოლოგიის ცენტრის“ ხელმძღვანელი.