დღეს, ქალაქ ოზურგთში, ჭადრების ბაღში, ისევე როგორც საქართველოს 12 ქალაქში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქალთა ორგანიზაციამ, რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი აქცია გამართა.
"ჩვენ ვფიქრობთ ჩვენი შვილების მომავალზე, ამიტომ შევიკრიბეთ, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ სიტყვის თავისუფლებას"_განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა. მათივე განცხადებით, ეს იყო ხელისუფლების მიმართ, გამაფრთხილებელი, მშვიობიანი აქცია.