ამ წუთებში "ქართული ოცნების" აქტივისტებმა ლანჩხუთში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ოფისის რკინის შესასვლელი კარები შედუღების აპარატით შეადუღეს. ოფისთან სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა აქციის მონაწილეთა და "ნაცმოძრაობის" წევრებს შორის. აღსანიშნავია, რომ მოპიკეტეთა უმეტესი ნაწილი გამგეობისა და ა(ა)იპიების თანამშრომლები არიან, რომლებიც აცხადებენ, რომ იმიტომ არ ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას, კუთვნილი შესვენებით სარგებლობენ. ამ აქციის ვიდეოკადრებს მალე მოგაწვდით.
Developed By Web Features 2025 © All rights reserved



































































