ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მტელი კოლექტივის სახელით მიმართავს და ახსნა-განმარტებებს სთხოვს:
_ სამწუხაროდ, ჩვენთვის, აქამდე არავითარი ახსნა-განმარტება არ გაუკეთებიათ იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არის რუსთავი 2-ის ირგვლივ დამონტაჟებული ამდენი სათვალთავლო კამერა. გაკეთდა მხოლოდ ზოგადი განცხადება, რომ ეს უსაფრთხოების საჭიროებიდან გამომდინარეობს.
ყველას შევხსენებ, რომ ეს არის მედია დაწესებულება. აქ შემომსვლელთა და გამსვლელთა დაცვის ინტერესი არის ძალიან მაღალი, რადგან აქ შესაძლებელია მიმდინარეობდეს იმგვარი შეხვედრები, რომელიც კონდიფენციალურობას საჭიროებს.
რაც არ ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აქ სათვალთვალო ვიდეოკმარების დამონტაჟება. თუმცა, დანამდვილებით ნიშნავს იმას, რომ თუ ასეთი რამ ხდება, ეს უნდა იყოს კრიტიკული ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აღემატება თავისუფალი მედიის მუშაობის ინტერსესს.
ჩვენ დღეს თავისუფლად ვერ ვმუშაობთ. ეს არ არის ჩვენთვის დაუძლეველი შეფერხება, თუმცა, თუ ჩვენ ვერ ვიღებთ ვერანაირ ახსნა-განმარტებას. რათქმაუნდა შემქნილ ფონზე განსაკუთრებით ჩნდება იმის ეჭვი, რომ ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენს წინააღმდეგ.
ჩვენი გადაადგილების საკონტროლებლად, ჩვენთან შემოსული და გასული ადამიანების აღსარიცხავად და შესაძლებალია მათზე ზეწოლის და ზეგავლენის მოსახდენად, _ განაცხადა ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.
იგი ორივე სამსახურს მოუწოდებს, რომ თუნდაც არასაჯარო ვითარებაში ახსნა-განმარტება გააკეთონ და დაუსაბუთონ კამერების განთავსების ლეგიტიმურობა.
_ წინაღმდეგ შემთხვევაში აღნიშნულ ქმედებას ვიხილავთ, როგორც უფლებამოსილების გადამეტებას და არალეგიტიმურ საქციელს კომპეტენტური ორგანოების მხრიდან, რომელიც მიმართულია ჩვენი მედიის წინააღმდეგ, _ აღნიშნა გვარამიამ.