შეხვედრაზე საუბარი ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. "საზღვრის აღმნიშვნელი" ბანერებით შექმნილ ვითარებას შეეხო, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას რიგ პრობლემებს უქმნის.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საუბარი ასევე შეეხო მიმდინარე წლის ივლისში სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიიდან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო წარმომადგენლების მიერ ჩამოხსნილი საქართველოს დროშის დაბრუნების საკითხს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს 2015 წლის დასაწყისში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულისა და 2008 წელს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული გრიგოლ ნალბანდოვის საქმეები.