საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ ერთი წლის განმავლობაში ა159 812 ლარის შემოსავალი მიიღო.
ამის შესახებ მილორავას დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2015 წლის 26 ოქტომბერს შეავსო.
დეკლარაციის მიხედვით, ირინა მილორავა თბილისში ორ ბინას ფლობს. ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბინის ფართობი 72.00 კვ.მ-ია; თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინის ფართობი კი – 143.10 კვ.მ.
სხვა უძრავ-მოძრავი ქონება, დეკლარაციის თანახმად, მილორავას სახელზე არ ირიცხება.
რაც შეეხება სემეკ-ის თავმჯდომარის შემოსავლებს, მას ერთი წლის განმავლობაში ამ თანამდებობიდან 159 812 ლარი აქვს მიღებული. დეკლარაციის შევსების მომენტში კი, მის სახელფასო ანგარიშზე "თი–ბი–სი" ბანკში 6 576.89 ლარი იყო, "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე კი, 80.61 ლარი.
დეკლარაციის მიხედვით, მილორავას სახელზე სამი საბანკო სესხია. 70 000.00-დოლარიანი იპოთეკური საკრედიტო ხელშეკრულება (ხელშეკრულების ამოწურვის თარიღი 28/09/2015) "საქართველოს ბანკთან" მას 2011 წლის 5 ოქტომბერს აქვს დადებული. რისი პროცენტის დასაფარადაც ერთი წლის განმავლობაში 8484.18 დოლარი გადაიხადა;
20 000.00-დოლარიანი საკრედიტო ხელშეკრულება (ხელშეკრულების ამოწურვის თარიღი 28/09/2015) "საქართველოს ბანკთან" 2014 წლის 3 ნოემბერს დადო და პროცენტის დასაფარად 1839.40 დოლარი აქვს გადახდილი;
150 000.00-ლარიანი ხელშეკრულება (ხელშეკრულების ამოწურვის თარიღი 02/10/2020) "თი-ბი-სი ბანკთან" დაახლოებით ერთი თვის წინ, 2015 წლის 25 სექტემბერს დადო, პროცენტის დასაფარად კი ჯერჯერობით თანხა გადახდილი არ აქვს.
რაც შეეხება მილორავას სხვა სახის გასავლებს, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მან ბინის სარემონტო სამუშაოებისთვის 36 000.00 ლარი გადაიხადა.