"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი მისი და მიხეილ სააკაშვილი ფარული ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება მას უკანონოდ უსმენს.
"დღევანდელი ფაქტით საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ მიმდინარეობს უკანონო მოსმენები. ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი სივრცე. ერთადერთი რის გამოც შეიძლება მე მისმენდნენ, ეს არის 315-ე მუხლით აღძრული საქმე, რომელიც აღძრულია იმიტომ, რომ ლეგალიზება მოახდინოს მოსმენების, მაგრამ ეს ჩანაწერი, რომლის ავთენტურობასაც მე ვადასტურებ, არის ჩაწერილი უფრო ადრე, ვიდრე ეს გამოძიება დაიწყებოდა და განცხადება გაკეთდებოდა. ეს არის სასამართლო სხდომის შემდეგ გაკეთებული ჩანაწერი და სავარაუდოდ, უნდა დავათარიღოთ 19 ოქტომბრით“, – განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, უკრაინული ვებ-გვერდი uareview.in.ua მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები გაავრცელა, სადაც ის ნიკა გვარამიას და გიგა ბოკერიას ესაუბრება.
"ქვემოთ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ჩანს, როგორ აძლევს მიხეილ სააკაშვილი ბრძანებებს საკუთარ თანაპარტიელებს, რომ სისხლისმჟვრელი სახელმწიფო გადატრიალებისთვის "ბოევიკები" მოამზადონ. სწორედ ასეთ დავალებებს აძლევს ის ნიკოლოზ გვარამიას, ტელეკომპანია "რუსთვი 2"-ის დირექტორს, რომლის მფლობელიც თავადაა და გიგა ბოკერიას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს" _ წერს uareview.in.ua.