სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის და კონტრდაზვერვის დეპატრამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული სამუშაოების შედეგად 24 ოქომბერს დაიწყო გამოძიება.
აღნიშნული განცხადება იზორიამ სპეციალურ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მისი ინფორმაციით გამოძების ფარგლებში უკვე გატარებულია რიგი ღონისძიებების უსაფრთხოების ზომების მისაღებად.
„სუს-ის კონტრადაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის დაფუძველზე 24 ოქტომბერს უკვე დაიწყო გამოძიება 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად.
როგორც ცნობილია, გამოძიების ფარგლებში შსს-სთან თანამშრომლობით გატარებულია უსაფრთხოების რიგი ღონისძიებები მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობის და ავთენტურობის დადგენა.
ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები დაიკიხთება ყველა შესაბამისი პირი. სუს-მა უკვე მიმართა უკრაინის შესაბამის უწყებას სამართლებრივი დახმარებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების მიზნით", – განაცხადა იზორიამ.