ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებისთანავე, "რუსთავი2"-ის დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ პროცესს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაესწროს.
როგორც იურისტებმა განმარტეს, გვარამიას ჩვენება ჩაითვლება მტკიცებულებად.
"მან იცის ისეთი ფაქტები, რომლის დამტკიცებას ან უარყოფას ჩვენ მის გარეშე ვერ შევძლებთ", _ აღნიშნეს იურისტებმა.
შეგახსენებთ, რომ გვარამია 15 ოქტომბერს სასამართლო დარბაზიდან მოსამართლის გადაწყვეტილებით გააძევეს.