თბილისი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე საცობებია. სტიქიის გამო გზის რამდენიმე მონაკვეთი დაზიანებულია და ავტომობილების მძღოლებს შემოვლითი გზებით უწევთ სარგებლობა. თვითმხილველების თქმით, ზესტაფონთან კილომეტრიანი რიგებია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
































































