გარემოს ეროვნული სააგენტო, ოთხი დღის ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
15-19 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი: 15 ნოემბერს, დღის ბოლოს და 16 ნოემბერს, ღამით და დღის პირველ ნახევარში საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ღამით დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან გაძლიერდება დასავლეთის ქარი.
17 ნოემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, გაძლიერდება დასავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა იქნება +9,+14 გრადუსი.
18-19 ნოემბერს საქართველოს მთელს ტეროტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +10,+15 გრადუსი იქნება.