საქართველოს საელჩო საფრანგეთში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ქართული საინფორმაციო წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს პარიზში ხელახლა ისვრიან, სიმართლეს არ შეესაბამება.
"სროლას ადგილი არ ჰქონია. პარიზის სამ უბანში ცრუ განგაშს ჰქონდა ადგილი. რესპუბლიკის მოედანთან, სადაც მოსახლეობა მიდის დაღუპულთათვის სამძიმრის გამოსახატად, სავარაუდოდ შუშაში დანთებული სანთლის აფეთქების ხმამ გამოიწვია პანიკა. ცრუ პანიკას ჰქონდა ადგილი მარეს უბანშიც.
გთხოვთ, სანამ გაავრცელებთ ინფორმაციას რამოდენიმე წყაროთი გადაამოწმოთ. საფრანგეთში ბევრი ქართველი ცხოვრობს, სწავლობს, მუშაობს, რომელთა ახლობლები საქართველოში თქვენს ინფორმაციას კითხულობენ. ნუ შეუწყობთ ხელს პანიკას", _ აღნიშნულია განცხადებაში.