ხალიფატი _ისლამური სახელმწიფოს ქართულენოვან საინფორმაციო არხზე, რომელიც ტელეგრამზეა განთავსებული, პოსტები თითქმის ყოველ წუთს იდება.
ფოტო და ვიდეო მასალა მხოლოდ ისლამური სახელმწიფოს კარგ ცხოვრებაზე არ გვიყვება.
ამ არხზე, რომელიც ყველასთვის ხელმისწავდომია, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების მიერ განხორციელებული ტერაქტების ამსახველი ფოტო და ვიდეო კადრების ქვეყნდება.
"ახლა გამოიღვიძეთ ხო?" _ ასეთი მინაწერითაა ერთ-ერთი ფოტო, რომელზეც გამოსახულია პალესტინაში, ბურმასა და პარიზში განხორციელებული ტერაქტები და საზოგადოების რეაქცია.
არხზე პარიზში განხორციელებული ტერაქტების ამსახველი საზარელი ფოტო და ვიდეო კადრებიცაა განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის აპრილიდან, „ხალიფატი _ ისლამური სახელმწიფო“ _ ამ სახელწოდების ქართული ვებგვერდიც ფუნქციონირებს. ფოტო, ვიდეო, ინტერვიუ და რაც ყველაზე მნიშნელოვანია _ მიმართვები, რომლებიც ახალგაზრდა მუსლიმებისთვისაა განკუთვნილი.