"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ოზურგეთის წევრებმა და მხარდამჭერებმა, დღეს, 12 საათზე ქალაქ ოზურგეთში ჭადრების ბაღში აქცია გამართეს. ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის შოთა გოგიბერიძის განცხადებით, შიმშლობის აქცია ჭადრების ბაღში ღია ცის ქვეშ დაიწყეს, ხოლო აქციის მსვლელობა მისივე თქმით, განხორციელდება ოფისში:
"დღეს ოზურგეთი უერთდება "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების მიერ გამოცხადებულ შიმშილობის აქციას, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ასევე შეურთდება ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები და ფაქტობრივად გურიის მასშტაბით გაიშლება ფრონტი თბილისში მიმდინარე აქციის სოლიდარობისა, ეს არის უვადო შიმშილობის აქცია, გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება არ მოეგება გონს და არ დაიწყებს ჩვენთან მოლაპარაკებას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რა მოთხოვნებსაც აყენებენ აქციის მონაწილე ადამიანები" _ განაცხადა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ შოთა გოგიბერიძემ.