თურქეთში გამართულ სამიტზე მსოფლიო ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ტერორისტებთან საბრძოლველად სადაზვერვო სამსახურს დაფინანსებას გაუზრდიან და მეტ ცოდნას გაუზიარებენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სამიტზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარიზში მომხდარი თავდასხმები ყველა ქვეყანას საფრთხის წინაშე აყენებს.
როგორც მან განაცხადა, რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის სირიასთან დაკავშირებით უზარმაზარი უფსკრულია, მაგრამ ახლა ყველა აღიარებს, რომ კომპრომისის დრო დადგა.
როგორც დევიდ კამერონმა განაცხადა სირიაში რუსული არმიის მიერ ოპოზიციის დაბომბვა შეცდომა იყო, მაგრამ პუტინთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მან აღნიშნა, რომ იყო ნიშნები, რომლის მიხედვითაც რუსები ისლამური სახელმწიფოს ობიექტებზე იყვნენ ფოკუსირებულები.
"ხალხი უნდა იყოს ფხიზლად იმის წინააღმდეგ, ვისაც ჩვენი ცხოვრების შეცვლა და განადგურება სურს,"_ განაცხადა კამერონმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვიდრე არ იქნება საკმარისი მხარდაჭერა, სირიაში სამხედრო ქმედებების გაგრძელების შესახებ პროექტს ბრიტანული პარლამენტი არ განიხილავს.