საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე გადამწყვეტი მატჩი გამართა და სასურველი შედეგიც დააფიქსირა. ჩვენმა გუნდმა ფრედ 0-0 ითამაშა, მთავარმა კონკურენტმა უელსმა კი, საკუთარი მატჩი 2-3 დათმო. შესაბამისად ვასილ მაისურაძის შეგირდებს ოთხი ქულა დაუგროვდათ, ბრიტანელებს კი სამი. ჯვაროსნებმა ჯგუფური ეტაპი საკმაოდ მძიმედ ჩაატარეს, მაგრამ ელიტ რაუნდის საგზურის მოპოვება მაინც მოახერხეს და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრადაც იბრძოლებენ.
საქართველო U19 – ავსტრია U190-0
თბილისი, „მიხეილ მესხი“
საქართველო U19 : გოშაძე ; ნადარაია ; ლოჩოშვილი ; კაკიაშვილი ; ართმელაძე ; ბაშალეიშვილი (66’ ალთუნაშვილი) ; მამუჩაშვილი ; კომახიძე ; კიკნაძე (80’ გვარაძე) ; გოშთელიანი (კ) ; მიქელთაძე (66’ ბიძინაშვილი)
მთ. მწვრთნელი : ვასილ მაისურაძე
ავსტრია U19 : გატლერი ; პოში ; მარანდა ; ინგოლიში ; კრაინცი (კ) ; კაუფმანი ; ლაიმერი (46’ პროკოპი) ; გაში ; შლაგერი ; პავლოვიჩი (72’ იაკუპოვიჩი) ; გმეინერი (87’ გრაბოვაჩი)
მთ. მწვრთნელი : რუპერტ მარკო
მსაჯები : ალან ბიერი ; ალან ჰეინიგერი (ორივე შვეიცარია) ; უროშ სტოიკოვიჩი ; სრდიან იოვანოვიჩი (სათადარიგო) (ორივე სერბეთი)
გაფრთხილება : 32’ კაკიაშვილი ; 39’ გოშთელიანი ; 42 ლაიმერი ; 57’ შლაგერი ; 59’ ართმელაძე ; 87’ სტეფან პოში