ამ წუთებში, ჩოხატაურში, "ქართული ოცნების" კონფერენცია იმართება, რომელსაც ვიცე-პრემიერი კახი კალაძე და პარტიის მდივანი ირაკლი კობახიძე ესწრება.
კონფერენციაზე თითქმის სრულად არიან მობილიზებულები საჯარო სამსახურის წარმომადგენლები: ააიპ-ების ხელმძღვანელები და თანამშრომლები, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, მათ შორის თანამდებობის პირებიც; ასევე, სოფლის რწმუნებულები. შეხვედრაზე იმყოფება გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და მისი მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, ჩოხატაურის გამგებელი ირაკლი კუჭავა და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე.
ჩვენს კითხვაზე – რომელი კანონის საფუძველზე იმყოფებიან საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები პარტიულ შეხვედრაზე, კუჭავა გვპასუხობს, რომ ყველა მათგანს განცხადება აქვს დაწერილი და მათ ორი საათით სამსახირიდან გათვისუფლება ითხოვეს.
აღსანიშნავია, რომ ორი საათით გათავისუფლებულ მსურველთა რიცხვი 50-ს აღწერს.
ცნობისთვის, კონფერენციაზე მყოფი საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებიდან ბევრია ისეთი, რომლებიც 2012 წლის არჩევნებამდე, "ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა შეხვედრებზე ბანერებით დარბოდნენ.