დღეს, ჩოხატაურში, "ქართული ოცნების" ყრილობაზე, საჯარო მოხელეების თითქმის სრული შემადგენლობაა მობილიზებული.
აქვე იმყოფებოდა გუბერნიის თანამშრომელი ნესტორ რამიშვილი, რომელიც "გურია ნიუსის" შეკითხვამ, რატომ იყო სამუშაო საათებში აქ, ისე გააღიზიანა, რომ შეურაცხყოფასაც არ მორიდებია: _ ვინ ხართ, რა უფლებით მისვამთ შეკითხვებს, ვინ გეკითხებათ, სად ვარ?!! თქვენ მოგიტ….ნთ! _ გინებასაც არ მორიდებია რამიშვილი.
ფაქტს ბევრი ადამიანი შეესწრო და რამიშვილი ტერიტორიიდან გაიყვანეს. შეხვედრიდან საგანგებოდ ამ ინციდენტის გასარკვევად გამოსულმა გუბერნატორის მოადგილემ სოსო ერქომაიშვილმა კომენტარი არ გააკეთა.
"გურია ნიუსი" მალე საგანგებო განცხადებას გაავრცელებს და ფაქტზე რეაგირებისთვის სამართალდამდამცველებს მიმართავს.