სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს თავმჯდომარეს მინდია ჯანელიძეს საკუთარი ხელფასის ზუსტი ოდენობა არ ახსოვს.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში დანამატი ხელფასზე მეტი არ არის, თუმცა ხელფასები საკმაოდ მაღალია , – აცხადებს მინდია ჯანელიძე.
"დანამატი ხელფასზე მეტი ნამდვილად არ არის, თუმცა, იმას ვადასტურებ, რომ ჩვენ უწყებაში საკმაოდ მაღალი ხელფასებია, რადგან იქ მუშაობენ საკმაოდ მაღალკვალიფიციური ადამიანები. შესაბამისად, მათ შესაბამისი ანაზღაურება სჭირდებათ", – ამბობს ჯანელიძე.
კითხვაზე, პირადად მას რამდენი აქვს ანაზღაურება, მინდია ჯანელიძემ ზუსტი ციფრი ვერ დაასახელა.
"ჩემი ყოველთვიური ანაზღაურება გამოქვეყნებულია ჩემს დეკლარაციაში. ზუსტად ახლა ციფრები არ მახსოვს", – განაცხადა ჯანელიძემ.