თბილისში, პეკინის გამზირზე "პროკრედიტ ბანკის" ფილიალი სავარაუდოდ სათამაშო იარაღის გამოყენებით დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, ბანკიდან წაღებული თანხის რაოდენობა უცნობია.
ბანკის მარკეტინგის განყოფილების უფროსი აცხადებს, რომ ყაჩაღობის შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ბანკში სამი ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა. წაღებულია თანხები სამივე ვალუტაში.
სამართალდამცველები ამ დრომდე ატარებენ საგამოძიებო ღონისძიებებს. ამოღებულია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო კამერები.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.