გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის (სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურიის მხარე) აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.
26 ნოემბერს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გეგმიური სარემონტო სამუშოების გამო გამოირთვება ქვესადგური „ცაიშის“ 10 კვ ფიდერები: ფიდერი “ოქტომბერი“ 11:00 საათიდან 12:30 საათამდე 394 აბონენტი, ფიდერი „საიჯიქიო“ 12:30 საათიდან 14:00 საათამდე 127 აბონენტი, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 521 აბონენტს (სოფლები: ოქტომბერი და საჯიქიო).
26 ნოემბერს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „გურიანთა“ 35/10 კვ დანადგარების რევიზია-შეკეთების სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ოზურგეთის მომსახურეობის ცენტრის 1871 აბონენტს (სოფლები: მერია, ხვარბეთი, გურიანთა).
27 ნოემბერს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „მთისპირი“ 35/10 კვ დანადგარების რევიზია-შეკეთების სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ოზურგეთის მომსახურეობის ცენტრის 1467 აბონენტს (სოფლები: მთისპირი, მშვიდობაური, ასკანა, მაღარო, ვაკიჯვარი).
27 ნოემბერს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ხიდმაღალა“ ფიდერ N3 -ზე პროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ლანჩხუთის მომსახურეობის ცენტრის 650 აბონენტს (სოფლები: გრიგოლეთი, ხიდმღალა).
27 ნოემბერს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ცაიში“-ის 10 კვ შემყვანი სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 1513 აბონენტს (სოფლები: ცაცხვი, კურორტი, ოქტომბერი, საჯიქიო).
27 ნოემბერს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 09:00 საათიდან 17:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ჩხორჰესიდან“ 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „ხაბუმე“ ქვესადგური ხაბუმეში დენის ტრანსფორფატორების შეცვლის სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ჩხოროწყუს მომსახურეობის ცენტრის 3229 აბონენტს (სოფლები: მუხური, ჭოღა-ნაფიჩხოვო, ხაბუმე,სტახანოვი).
27 ნოემბერს სახელმწიფო ელექტროსისტემის განაცხადით 220 კვ ელექტროგადამცემ ხაზ „დერჩზე“ სამუშოებთან დაკავშირებით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ჩართვა-გამორთვისას 5-5 წუთით ძაბვა შეუწყდება ქვესადგური „მესტიის ტ-1 (ფიდერები: ჰაწვალი-1, ზურულდი, მესტია), რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მესტიის მომსახურეობის ცენტრის 1034 აბონენტს (786 აბონენტი დაბა მესტია და 248 აბონენტი სოფელი ზურულდი).
სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.