საჭირო მასალა: 500 გრამი ქათმის ფილე, 500 გრამი სოკო, 500 გრამი არაჟანი, 200 გრამი ყველი, ოთხი თავი ხახვი, ხუთი კბილი ნიორი, შავი პილპილი, ერთი სუფრის კოვზი პურის ფქვილი.
მომზადების წესი: ქათმის ფილე შევწვათ ზეთში და მერე დავჭრათ პატარა კუბებად. მოვაყაროთ მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით. დავდოთ ცალკე. მერე დავჭრათ ხახვი და გაწურულ და დაჭრილ მზა სოკოსთან ერთად მოვშუშოთ. როცა კარგად მოიშუშება, ამ მასასაც მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით მოვაყაროთ და დავდოთ ცალკე. მერე ავიღოთ არაჟანი, დავასხათ ჯამზე და შევურიოთ ცოტა ანადუღარი წყალი. ისე, რომ მივიღოთ ბლანტი სითხე. ჩავყაროთ შიგ ცოტა შავი პილპილი და კარგად დაჭყლეტილი ნიორი. დავდოთ ცალკე. ტაფაზე გაწითლებამდე მოვხალოთ პურის ფქვილი და ზედ დავასხათ არაჟნისგან მომზადებული მასა. ერთხელ წამოვადუღოთ.
ამის შემდეგ ყველაფერი, რაც მოვამზადეთ, ჩავუშვათ პატარა თიხის ჯამში ( ე. წ. "კოკოტნიცა"), მოვაყაროთ დაფშვნილი ყველი და შევდგათ ღუმელში. რომ შეწითლდება, გამოვიღოთ და ცხლად მივიტანოთ სუფრაზე.