ოზურგეთელი მომღერალი ილა წულაძე მუსიკალური პროექტის “ვოისი საქართველოს“ ერთ-ერთი პოპულარული მონაწილეა. ანრი ჯოხაძის გუნდის წევრი, მწვრთნელის გადაწყვეტილებით ლაივ-კონცერტზე მიიღებს მონაწილეობას.
ილა წულაძე ოზურგეთელი ახალგაზრდების მიერ დაარსებული მუსიკალური ჯგუფის “ლურჯი იალქანის“ წევრია (აღნიშნული ჯგუფი პროექტს "ნიჭიერის" ფინალისტი იყო).
მას შემდეგც რაც ქალაქ ოზურგეთის მერიამ ჯგუფს დაფინანსება შეუწყვიტა, ილამ და მისმა მეგობრებმა მოღვაწეობა ბათუმში გააგრძელეს.