"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის #2 საჯარო სკოლასთან ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე დაჭრეს.
"მედალფას" ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში სატელეფონო საუბრის დროს გვითხრეს, რომ 15 წლის მოზარდს მარცხენა ფილტვის დაზიანება ჰქონდა მიყენებული ცივი იარაღით.
" დაზიანებული იყო ფილტვი, სასწრაფოდ ჩატარდა ოპერაცია. ამ წუთებში პაციენტი თავს კარგად გრძნობს, – გვითხრეს სამედიცინო ცენტრში.
"გურია ნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადასაც აცხადებენ, რომ საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.