ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ქალაქში მდებარე საბავშვო ბაღებში ხელფასები იზრდება.
ბაღების თანამშრომლები გაზრდილ სახელფასო სარგოს უკვე მომავალი წლის დასაწყისიდან მიიღებენ. – ამის შესახებ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურის უფროსმა, მარიკა ნაცვალაძემ განაცხადა. საკრებულოს სხდომაზე გავრცელებული ინფორმაციით, ეს თანხა 50 ლარს შეადგენს და ბაღების თანამშრომლები გაზრდილ ხელფასს მომავალი წლიდან მიიღებენ.
ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, ბაღის თანამშრომელთა რომელ კატეგორიას მოემატება ეს თანხა. ამასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია შემდეგ კვირაში გახდება ცნობილი.