სომალში შობის დღესასწაულის აღნიშვნა აკრძალეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც სომალის მთავრობა აცხადებს, შობას ისლამთან კავშირში არ აქვს. გარდა ამისა, ქრისტიანულმა დღესასწაულმა შესაძლოა მუსლიმ ერს საფრთხე შეუქმნას.
მაუწყებლის ინფორმაციით, უცხოელებს შობის აღნიშვნა საკუთარ სახლებში შეეძლებათ, მაგრამ სასტუმროებსა და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ზეიმი ეკრძალებათ.
ცნობილი ხდება ისიც, რომ სამართალდამცველები გაფრთხილებულები არიან დაშალონ ნებისმიერი თავშეყრა.






































































