"თანამდებობები არის დროებითი, მარადიული არის უფალი და სამშობლო!" _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, სადაც დაადასტურა "გურია ნიუსის" მიერ დილით გავრცელებული ინფორმაცია და დღეს თანამდებობა დატოვა:
_ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდდრდა მშვიდობა და სტაბილურობა, კანონიერება და ჰუმანურობა. ჩვენ მოქალაქეებს დავუბრუნეთ ყველაზე მთავარი – თავისუფლება და ღირსება.
ასევე ჩვენს მიერ გატარებული მასშტაბური რეფორმებით და უპრეცედენტო სამთავრობო პროგრამებით ჩვენ შევქმენით მყარი საფუძვლები ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის. ჩვენ ასევე მივაღწიეთ ისტორიულ შედეგებს – გავაფორმეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და დავიწყეთ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა.
მივიღეთ თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის, რითაც უკვე შეუქცევადი გახდა ჩვენი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში.
დღეს, ისე, როგორც არასდროს, ადამიანზე ორიენტირებული და პრაგმატული პოლიტიკით, ჩვენი ევროპული პერსპექტივით ყალიბდება რეალური საფუძველი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული ფუნქციის აღდგენაზე – საქართველო აქტიურად ჩაერთო აბრეშუმის გზის პროექტში და ხდება რეალურად დამაკავშირებელი ხიდი ავროპასა და აზიას შორის, _ განაცხადა ღარიბაშვილმა.


































































