საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. "გურია ნიუსის" გუშინ დილით გავრცელებული ინფორმაცია ღარიბაშვილმა, გუშინვე, 20 საათზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ოფიციალურად დაადასტურა.
_ ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება. დღემდე თითეული ჩემი ნაბიჯი გამომდინარეობდა იმ პასუხისმგებლობიდან, რასაც არჩევანი მაკისრებდა. მე მეამაყება, რომ წილად მხვდა პატივი ამეღო უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ერის წინაშე, _ აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით მისთვისთვის ხელისუფლებაში ყოფნა თვითმიზანი არასოდეს ყოფილა:
_ ეს არის საშუალება, რომ ვემსახურო ჩვენს ქვეყნას და ხალხს. ეს არის ჩვენი პოლიტიკური მრწამსი. თანამდებობები დროებითია, _ განაცხადა ღარიბაშილმა.



































































