რამდენიმე წუთის წინ პარლამენტმა საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა 86 ხმით დაამტკიცა. ახალ მთავრობის წინააღმდეგ 28 დეპუტატი წავიდა.
მინისტრთა კაბინეტს მხარი არ დაუჭირეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "თავისუფალმა დემოკრატებმა".
დღევანდელი რეალობით მთავრობაში ორი ცვლილებაა _ პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდა, ხოლო კვირიკაშვილის ადგილი _ საგარეო საქმეთა მინისტრის სავარძელი 1მისმა მოადგილემ, მიხეილ ჯაველიძემ დაიკავა.