სამება -ჯიხეთის დედათა მონასტერის ტურისტულ-რეკრიაციულ ზონაში ტურისტული ინფრასტრუქტურული ობიექტის მოსაწყობად სამუშაოები მიმდინარე წლიდან დაიწყება და მონასტრის მისასვლელი გზიდან მენელსაცხებე დედათა სახელობის ტაძრამდე საფეხმავლო ქვის კიბე მოეწყობა. საამისოდ კი ბიუჯეტიდან 55 ათასი ლარის გახარჯვა იგეგმება, რომელიც კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების მიმდინარე წლის ბიუჯეტშია ასახული.
პროექტი ჯიხეთში ტურისტული ინფრასტრუქტურული ობიექტის მოწყობის შესახებ ა(ა)იპ საგარეო-ეკონომიკური კავშიურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრში მომზადდა და საკითხის ერთ-ერთი ინიციატორის, საკრებულოს წევრის კახა გუჯაბიძის მოსაზრებით პროექტის სრულად განსახორციელებლად ზემონახსენებ ა(ა) იპ-ისთვის 2016 წელს დამატებით 96 ათასი ლარის გამოყოფა იყო საჭირო.