VOLKSWAGEN-ის აღმასრულებელი დირექტორი მათიას მიულერი საწვავის ტესტში გამომჟღავნებული სიცრუის გამო ბოდიშს იხდის. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დიზელის მანქანის გამონაბოლქვის ტესტები გასული წლის სექტემბერში ჩატარდა, რამაც VOLKSWAGEN -ის ირგვლივ დიდი სკანდალი გამოიწვია.
"ჩვენ ვიცით, რომ დავაღალატეთ ჩვენი ამერიკელი კლიენტები, ხელისუფლება და საზოგადოება", _ განაცხადა გერმანული მანქანის შემქმნელი ფირმის ხელმძღვანელმა დეტროიტში გამართულ ავტო შოუზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ 2016 წლის მთავარი ამოცანა ნდობის დაბრუნებაა.
"ვწუხვარ და ბოდიშს ვიხდი კიდევ ერთხელ იმ ზიანის გამო რაც VOLKSWAGEN-ს მიადგა. ჩვენი მთავარი ამოცანა 2016 წელს ნდობის დაბრუნებაა,"_ განაცხადა მან.
მიულერმა ასევე აღნიშნა, რომ VOLKSWAGEN გეგმავს ამერიკის შეერთებულ შტატებში 900 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განახორციელოს და საშუალო ზომის სპორტული ჯიპი (SUV) შექმნას.