სოციალურ ქსელში ევანგელისტურ-ბაპტისტური ლიტურგიის ამსახველი ფოტო მასალა გავრცელდა, სადაც ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის სასულიერო პირებთან ერთად ქართველი პოლიტიკოსები არიან ასახული. გავრცელებული ინფორმაციით, ფოტოები 25 დეკემბერს არის გადაღებული, როდესაც შობის დღესასწაულის აღნიშვნა ხდებოდა. როგორც ირკვევა ლიტურგიას ქართული პოზიციისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად არასამთავრობო სექტორის და ხელოვნების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.