უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის ნავსადგურში, სადაც მსუბუქი ავტომანქანა მე-10 ნავმისადგომის ტერიტორიიდან ზღვაში გადავარდა.
სამაშველო სამუშაოების შედეგად, რომელშიც ბათუმის ნავსადგურის მაშველები და მურავი საშუალებები მონაწილეობდნენ, წყლიდან ავტომანქანა ამოიღეს. შიგ მყოფი 1968 წელს დაბადებული ოთარ ბერიძის ცხედარი კი, პროზექტურაში გადაასვენეს.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა ვითარებაში მოხდა უბედური შემთხვევა. პოლიციელები ამ დროისთვის საქმის მიზეზების დადგენას ცდილობენ. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.