NYTIMES -ის ინფორმაციით, ირანში ამერიკის სამი მოქალაქე გაუჩინარდა.
როგორც ცნობილია, ამერიკის საელჩო ირანის ხელისუფლებასთან ერთად დაკარგულების ადგისამყოფელის დადგენას ცდილობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი მოქალაქეების გაუჩინარება ზრდის შიშს, რომ დასავლელები იმ კრიმინალური დაჯგუფებების სამიზნე კიდევ ერთხელ გახდნენ, რომლებიც პოლიტიკური მიზეზებით ან ფულის გამოძალვის მიზნით უცხოელებს იტაცებენ.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ კირბის განცხადებით, საზღვარგარეთ მყოფი ამერიკელების უსაფრთხოება ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია.
"ამერიკის მოქალაქეების უსაფრთხოება, საზღვარგარეთ, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ, ერაყის ხელისუფლებასთან ერთად ვცდილობთ გაუჩინარებული პირების მოძებნას,"_განაცხადა ჯონ კირბმა.
როგორც ცნობილია, ერაყში ამერიკისა და სხვა დასავლეთის მოქალაქეების გატაცება მას შემდეგ გახშირდა, რაც 2003 წელს ამერიკის შეერთებული შტატები ერაყში შეიჭრა.