ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო გაზეთმა „Pyongyang Times“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად ჩრდილო კორეელმა მეცნიერებმა „ალკოჰოლური სასმელი გამოიგონეს, რომელიც ნაბახუსევს არ იწვევს“.
გაზეთის გავრცელებული ინფორმაციით, ეს „ნატიფი ლიქიორი“, რომელიც 30- დან 40 პროცენტამდე ალკოჰოლს შეიცავს, ადგილობრივი ჟენშენისა და ბრინჯისგან მზადდება.
ლიქიორმა სახელწოდებად „Koryo Liquor“-ი მიიღო. „Pyongyang Times“-ი აღნიშნავს, რომ ლიქიორის დასამზადებლად გამოყენებულ ჟენშენს „უძლიერესი სამკურნალო ეფექტი გააჩნია“.
როგორც საიტი NK News წერს, გასულ წელს ჩრდილო კორეულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილობრი ჟენშენზე დაფუძნებულ სამედიცინო პრეპარატებს „ატიპიური პნევმონიის და შიდსის განკურნებაც კი შეუძლიათ“.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved