საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახი ცხადაძე არ აკონკრეტებს დატოვებს თუ თანამდებობას. მისივე თქმით, ნაკრებიდან წასვლა არ უნდა, თუმცა ეს მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული:
„რა პირობები შემომთავაზა ლევან კობიაშვილმა, ამის შესახებ განცხადებას ხვალ თავად გააკეთებს. ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები, ამის შესახებ, შემდეგ ვიტყვი. თუ ჩემთან დადებული კონტრაქტი ცალმხრივად გაუქმდება, რა თქმა უნდა, სხვაგვარად უნდა ვისაუბროთ.
ნაკრებიდან წასვლა ძალიან არ მინდა, არც მე და არც ფეხბურთელებს. თუმცა, ეს მარტო ჩემზე დამოკიდებული არ იქნება.კახა კალაძესთან ამ თემაზე არ მისაუბრია.
მე მსურს, რომ საქმის კურსში პრემიერ-მინისტრი ჩავაყენო. კახა ჭუმბურიძე, ტარიელ ხეჩიკაშვილი და გია გეგუჩაძე, ალბათ, ერთი გუნდია“, _ აღნიშნა ცხადაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.