H1N1 ვირუსმა სეპარატისტების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ უკრაინაში 26 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ე. წ. "ღორის გრიპის" ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მთელი უკრაინის ტერიტორიაზე სკოლებში მეცადინეობა შეწყვეტილია.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, H1N1 ვირუსით ქვეყანაში 51 ადამიანი გარდაიცვალა.