დიდთოვლობის გამო გურიაში ოთხივე მუნიციპალიტეტში პრობლემებია. გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ამბობს, რომ ყოველ წუთს იცვლება მონაცემები.
"მინდა გითხრათ, რომ ლანჩხუთში შუქი არ მიეწოდება აცანაში აბონენტების ნაწილს, ასევე ამ კუთხით პრობლემებია მამათში, მაჩხვარეთში, ჩიბათში, ლესაში, შუხუთში და აკეთში. გადაადგილების პრობლემებია მამათში, აკეთში, ჩოჩხათში, ჯურუყვეთში, ნინოშვილში, მაჩხვარეთში, ნიგზვიანში, ლესაში, ქ. ლანჩხუთში. როგორც გამგეობაში აცხადებენ იწმინდება აცანის, აკეთის, მამათის და ჩოჩხათის გზები. საგზაო სამსახურის მიერ იწმინდება ოზურგეთი-ლანჩხუთის დამაკავშირებელი გზა, ნინოშვილის მიმართულებით, ხოლო 3 საათში წავა სპეცტექნიკა აცანა-მამათის მიმართულებით. სულ მუშაობს მათ ხელთ არსებული 5 ერთეული ტექნიკა. ერთ გრეიდერს ელოდებიან ფოთიდან სუფსაში.
ჩოხატაური შუქი არ მიეწოდება შემდეგ სოფლებს: კოხნარი, ზემოხეთი, ზომლეთი, დიდივანი, შუასურები, ზემოსურები, გოგოლესუბანი, ამაღლება, ფარცხმა, გორაბერეჟოული, ხევი, ქვენობანი. გზების გასაწმენდად მობილიზებულია 20 ერთეული ტექნიკა. სოფ. გორაბერეჟოულში არის 1 გარდაცვლილი. სოფ. შუაამაღლებაში არის 1 დიალეზზე დამოკიდებული ავადმყოფი; ჩოხატაური-სამტრედიის ცენტრალური გზა გაწმენდილია, ჩახერგილი ასამება-ამაღლების გზა. საგზაო სამსახურის სპეცტექნიკა გასულია ნაბეღლავის მიმართულებით და იწმინდება ნაბეღლავი-ქვაბღის გზა
. ქალაქ ოზურგეთში მუშაობს 4 ერთეული ტექნიკა; ელექტრონერგია არ მიწოდება 900-მდე აბონენტს; გაზის და წყლის მიწოდების პრობლემა არ დგას.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია არ მიეწოდება 21 სოფელს, ლაითურის მოსახლეობის მეოთხედს, ნარუჯას, ნასაკირალს, ურეკი სნაწილს, ბაილეთს, ბახვს, ბოხვაურს, გურიანთას, თხინვალს, კონჭკათს, მაკვანეთს, მთისპირს, ნაგომარს, ნატანებს, სილაურს, შემოქმედს, ცხემლისხიდს, ძიმითს, ჯუმათს, შრომას, დვაბზუს. ზოგს მთლიანად და ზოგან გამორთულია ცალკეული უბნები . გზები იწმინდება ინტენსიურად. მუშაობს 8 ერთეული ტექნიკა. მათ შორის სამხიდიანი მძიმე ტექნიკა შემოყვანილია სამეგრელოდან. გარდა მუნიციპალური ტექნიკისა, 5-6 სოფელში იყენებენ ადგილობრივი მოსახლეობის ტექნიკას, რომლებსაც საწვავით უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. რეგიონის მაშტაბით გათიშულია 8000 აბონენტი, 2800 აბონენტი გათიშულია უსაფრთხოების მიზნით. ინტენსიურად მიმდინარეობ სსარემონტო სამუშაოები."- გვითხრა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.






























































