ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ყველა ქუჩა გაწმენდილია. ქალაქის მერის ბეგლარ სიორიძის ინფორმაციით ოზურგეთში არც წყლის მიწოდების პრობლემაა, არც გაზის და არც ელექტროენერგიის:
_ საბედნიეროდ, სტიქიის გამო პრობლემები არ გვაქვს _ გაწმენდილია ყველა ქუჩა. ქალაქ ოზურგეთის ყველა მაცხოვრებელს უწყვეტად მიეწოდება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და გაზი, _ გვითხრა სიორიძემ.
"გურია ნიუსმა" მერის ნათქვამი რამდენიმე მოქალაქესთან გადაამოწმდა და როგორც ოზურგეთელებმა გვითხრეს ქალაქის პირველი პირის სიტყვები რეალობას ასახავს.
“გურია ნიუსი“ ყველა მოქალაქეს სთხოვს, მოგვაწოდოთ ინფორმაცია დიდთოვლობით გამოწვეული ნებისმიერი შეფერხების შესახებ! მუდამ თქვენს სამსახურში ვართ! ჩვენი “ცხელი ტელეფონია“ 557 10 02 41!