გავლენიანი "ფორბსის" ვერსიით, ლებრონ ჯეიმსის სახელის ბრენდი ყველაზე ძვირად ღირებულია მსოფლიოში – 37 მილიონი დოლარი.
დამკვეთმა, სწორედ ეს თანხა უნდა გადაიხადოს, თუკი სპორტსმენის გვარის გამოყენების სურვილი გაუჩნდება.
ათეულში ასევე მოხვდნენ: მეგოლფე ტაიგერ ვუდსი – 36 მილიონი, როჯერ ფედერერი – 32 მილიონი, მეგოლფე ფილ მიკელსენი – 29 მილიონი, კრიკეტის ვარსკვლავი მაჰენდრა სინგჰ დონი – 20 მილიონი, უსაინ ბოლტი – 19 მილიონი, კრიშტიანუ რონალდუ – 17 მილიონი, კობი ბრაიანტი – 15 მილიონი, ლიონელ მესი – 12 მილიონი და რაფაელ ნადალი – 10 მილიონი დოლარი.