"ენერგო პრო ჯორჯიას" ოზურგეთის სერვისცენტრის მენეჯერის, გია ნაკაიძის ინფორმაციით, სოფელ თხინვალში ამ წუთებში ხუთი ბრიგადა მუშაობას, რომ მოსახლეობას შუქი დროულად აღუდგეს.
"დაახლოებით საათნახევარში-ორ საათში თხინვალელებს შუქი აღუდგებათ," – თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს გია ნაკაიძემ.
" მეოთხე დღეა არ გვაქვს შუქი" – გვითხრეს "გურია ნიუსის" ცხელ ხაზზე დაკავშირების დროს თხინვალელებმა.
"გურია ნიუსი" ყველა მოქალაქეს სთხოვს, მოგვაწოდოთ ინფორმაცია დიდთოვლობით გამოწვეული ნებისმიერი შეფერხების შესახებ! მუდამ თქვენს სამსახურში ვართ! ჩვენი ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერია 557 10 02 41!