ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ მორიგ სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ეროდი გორდელაძემ შემდეგი საკითხის ირგვლივ ისაუბრა: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ"_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადეგენილების მისაღებად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე".
დასახლების საერთო კრებასთან დაკავშირებით მან ჯერ განმარტება გააკეთა.
"საერთო კრების მონაწილე ირჩევს თავის რჩეულს. მას უფლება ენიჭება, კრება მართოს მეორე კრებამდე და ნებისმიერი საჭირბოროტო საკითხი დასვას ამ კრებაზე, შემდეგ კი წარადგინონ ხელისუფლებასთან, "_ თქვა მან.
მართალია, აღნიშნული საკითხის საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, თუმცა ჯერ კონკრეტულად ვერავინ ამბობს, რამდენად გაამართლებს ეს ფორმა, რადგან კრების თავმჯდომარესა თუ წევრ მონაწილეებს მუშაობა ხელფასის გარეშე მოუწევთ. გამოითქვა ისეთი მოსაზრებაც, რომ ეს უფრო მოხალისეობის პრინციპზე აგებული მოქმედება იქნება.