"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტის წინ "სოციალური მაცივარი" დაიდგმება.
სოციალური მაცივრის დადგმა ხვალ 12 საათზე "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ორგანიზატორობით მოხდება.
" პროექტის იდეა დაიწყო გორში, არის ასეთი ორგანიზაცია გორის- ახალგაზრდული მოძრაობა "დროა", რომელმაც განახორციელა პროექტი "სოციალური მაცივარი". პროექტის უმთავრესი დანიშნულებაა მოსახლეობის სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა. არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეულ ჩვენგანს გვქონდეს პასუხისმგებლობა ჩვენ თემში, უბანში, მეზობლად მცხოვრები ადამიანების, ბავშვების მიმართ, და ვისაც რა შეგვიძლია, ის გავაკეთოთ მათი პრობლემების მოგვარებისთვის.- გვითხრა "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" წარმომადგენელმა შოთა ჯაბუამ.